სიახლეები

09
სექტემბერი2017

ლაშა თორდიასთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერის გავრცელებაში შესაძლოა შსს-ს უკანონო ქმედება იკვეთებოდეს

2017 წლის 7 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „პ.ა.მ. კლუბი“ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ინსპექტორის მიერ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიამ კლუბში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები მესამე პირს გადასცა მხოლოდ ერთხელ.

06
სექტემბერი2017

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაელოდოს ვენეციის კომისიის დასკვნას

1 სექტემბერს ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ, ჯანი ბუკიკიომ, განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია საქართველოში პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის 2024 წლისთვის გადადებით. იგი, ასევე, უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ვერ შედგა კონსენსუსი კონსტიტუციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 4 სექტემბერს ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა, მმართველ გუნდს ურჩია, დაელოდოს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს კონსტიტუცია.

31
აგვისტო2017

განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით

29 აგვისტოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ევროპის საბჭოს მიერ დაწუნებული კანდიდატების ჩანაცვლების მიზნით 2 ახალი კანდიდატი შეარჩია. კოალიციის შეფასებით,  კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი, ისევე როგორც დამდგარი შედეგი კვლავაც უსამართლოა და არ აკმაყოფილებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „მოსამართლეთა ნომინირების და არჩევის შესახებ“ რეზოლუციის მოთხოვნებს. 

28
აგვისტო2017

არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიციის მიერ თანასწორობის მოძრაობის აქტივისტების ცემის ფაქტს ეხმაურებიან

უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები და ჯგუფები უკიდურეს აღშფოთებას გამოვხატავთ ბათუმში „თანასწორობის მოძრაობის“ აქტივისტების, ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის სავარაუდო ჰომოფობიური მოტივით ცემის, თვითნებური დაკავებისა და პოლიციის თანამშრომლების მიერ დამამცირებელი და არაადამინური მოპყრობის ფაქტებზე და პროკურატურას მოვუწოდებთ საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იქნას დამნაშავე პოლიციელების სამართლიანი დასჯა. 

25
აგვისტო2017

კოალიცია უარს ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე

2017 წლის 17 აგვისტოს თქვენი #4920 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის საქმიანობაში.

საინფორმაციო ბიულეტენები

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა