საკონსტიტუციო სასამართლო სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საწინააღმდეგო ნორმათა კონსტიტუციურობის საკითხზე იმსჯელებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2016 წლის 28 ნოემბერს, არსებითად განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი  საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, სადაც მოსარჩელის ინტერესებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა წარმოადგენს.

 

საკონსტიტუციო სასამართლო საქმეზე მოუწევს იმსჯელოს, რამდენად კონსტიტუციურია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გასაჩივრებული დებულებები, რომლებიც:

 

აღნიშნული ნორმები უკვე წლებია სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენენ დაცვის უფლების ეფექტურად განსახორციელებლად და არღვევენ მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპს. 

 

***

 

სარჩელის დავის საგნის იდენტიფიცირება და სარჩელზე მუშაობა შესაძლებელი გახდა “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) და  “დემოკრატ მესხთა კავშირის“ (UDM) ერთობლივი საქმიანობის შედეგად East-West Management Institute (EWMI), PROLoG, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „უმცირესობების მხარდაჭერა სტრატეგიული სამართალწარმოების გზით“და ფონდ „ღიასაზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით GDI-ის მიერ განხორციელებული პროექტის “ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისათვის” ფარგლებში.