სიახლეები

10
თებერვალი2020

კოალიცია მედია ადოკატირებისათვის „TV პირველის“ გარშემო განვითარებულ პროცესებს საგანგაშოდ მიიჩნევს

გვსურს, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ „TV პირველის“ გუნდის მიმართ. მცირე ფინანსური და ტექნიკური რესურსის მიუხედავად, მედიის პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, მაუწყებელი ახერხებს ობექტური და მაღალკვალიფიციური მედიაპროდუქტების შექმნას. ეს შედეგები განსაკუთრებული მონაპოვარია, რაც არაერთ შიდა / საერთაშორისო დასკვნაში აისახა დადებითად.

03
თებერვალი2020

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ახალგორში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ

გაცნობებთ, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებულნი ვართ ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ახალგორის რაიონში წარმოქმნილი ჰუმანიტარული კრიზისით და მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა, რათა ადგილობრივი მოსახლეობა კიდევ უფრო მეტი ზიანისგან დავიცვათ.

31
იანვარი2020

გამოხატვის თავისუფლება საქართველოში

2020 წლის 31 იანვარს GDI-მ  ანგარიშის „გამოხატვის თავისუფლება საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა. ანგარიში მომზადდა „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი “სამართალწარმოება გამოხატვის თავისუფლებისთვის” ფარგლებში. ანგარიში მიზნად ისახავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების კუთხით ბოლო პერიოდში არსებული მდგომარეობის სისტემატიზირებულ ანალიზს. მასში ასევე მოცემულია GDI-ს მიერ  წარმოებული საქმეები, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო, ასევე რეგიონალურ და ეროვნულ სასამართლოებში. ანგარიშში იდენტიფიცირებულია  ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვის პრაქტიკული მაგალითები და ტენდენცია:

30
იანვარი2020

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის განცხადება

მთავარი არხის" მიერ დღეს, 2020 წლის 30 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამავე არხის დირექტორს ნიკა გვარამიას რამდენიმე პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში თავს დაესხა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. 

30
იანვარი2020

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ძირს უთხრის კანონის უზენაესობასა და დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს

28 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთვის სიტყვით მიმართვისას, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა ევროსაბჭოს ეგიდით მაისში დაგეგმილ ღონისძიებაზე  „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის გვერდის ავლით უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.  

28
იანვარი2020

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ხელისუფლებას დაუბრუნდეს საარჩევნო სისტემის ცვლილების განხილვას

ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიული განვითარების მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებისგან უპრეცედენტო ყურადღების ქვეშ მოექცა.

21
იანვარი2020

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

გვსურს, შეშფოთება გამოვთქვათ საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის კადრების გასაჯაროების და აღნიშნული მექანიზმის ექსპერტის მიმართ არაკონსტრუქციული კრიტიკის გამო. აღნიშნული ქმედება, ერთი მხრივ, უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს, მეორე მხრივ კი ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. მივიჩნევთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს.

20
იანვარი2020

კოალიცია დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის პროცესის მიმდინარეობას უარყოფითად აფასებს

დამოუკიდებელი ინსპექტორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შემდეგ, 13 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად ახალი კონკურსი გამოაცხადა.კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღების ვადად 17 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.

სხვა სიახლეები

არქივი

03 აპრილი, 2020

ხელმომწერი ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს პლენუმს მოუწოდებენ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნისგან

02 აპრილი, 2020

ხელისუფლებამ პანდემიის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კრიტიკული აზრის შესაზღუდად არ უნდა გამოიყენოს

26 მარტი, 2020

GDI-მ სასამართლოს ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა

25 მარტი, 2020

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ განცხადება ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ მომძლავრებული ქსენოფობიის შესახებ