სიახლეები

28
აპრილი2020

ინდივიდუალური პროტესტისთვის 3000 ლარით დაჯარიმების კანონიერებას სასამართლო შეამოწმებს

GDI-მ, თეიმურაზ პატარიძისთვის საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნების დარღვევის საფუძვლით დაკისრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

21
აპრილი2020

ხელისუფლება პანდემიის მიზეზით გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას კვლავ იყენებს კრიტიკული აზრის შესაზღუდად

საგანგაშოა ბოლო პერიოდში გამოხატვის თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვის ფაქტები. ცალსახაა, რომ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას უფლებების გაუმართლებლად შეზღუდვისთვის ბოროტად იყენებს. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას, 2020 წლის 16 აპრილს, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის გამოხატვის გამო, თეიმურაზ პატარიძის 3000 ლარით დაჯარიმება წარმოადგენს.

18
აპრილი2020

რელიგიის თავისუფლების ფარგლები პანდემიის დროს

მოგეხსენებათ Covid-19-ის მიერ გამოწვეული პანდემიის საწინააღმდეგოდ და დაავადების გავრცელების შესაჩერებლად საქართველოს ხელისუფლებამ, სხვა შეზღუდვებთან ერთად, დააწესა რეგულაციები, რომლითაც აიკრძალა საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრება და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით, ასევე 17 აპრილიდან დაწესდა შეზღუდვა მსუბუქი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, პირთა გარკვეული ჯგუფები უარს აცხადებენ ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულებაზე.

13
აპრილი2020

განცხადება საგანგებო მდგომარეობის პირობებში საერთო სასამართლოებში პროცესების დახურვისა და სხვა სახის ხარვეზების თაობაზე

2020 წლის 13 მარტს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარების გამოცხადებამდე,  იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო რეკომენდაციები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომლის საფუძველზეც სასამართლო სისტემა ეტაპობრივად გადავიდა საქმეთა განხილვის დისტანციურ რეჟიმზე, რაც ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა მნიშნელოვანია ამავდროულად დაცული იქნეს სასამართლო პროცესების საჯაროობა და სასამართლო მონიტორებისა და სხვა დაინტერესებულ პირებისათვის პროცესებზე მეთვალყურეობის შესაძლებლობა. 

07
აპრილი2020

არმენოფობიური განცხადება ტელეკომპანია მთავარის ეთერში

სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას!” ეხმაურება ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას  მიერ 5 აპრილს, საავტორო გადაცემა “პოსტ ფაქტუმში” გაკეთებულ ქსენოფობიურ განცხადებას. კერძოდ, კორონავირუსის გავრცელებაში გენეტიკური ფაქტორის კვლევის შესახებ მომზადებულ სიუჟეტზე კომენტირებისას გადაცემის წამყვანმა არმენოფობიური შინაარსის  შეფასება გააკეთა. 

03
აპრილი2020

ხელმომწერი ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს პლენუმს მოუწოდებენ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნისგან

3 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა დაინიშნა, რომელზეც, გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლის დანიშვნის საკითხი განიხილება. საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის დანიშვნა საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება პროცესზე საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა მიერ კონტროლის განხორციელება, დაუშვებლად მიგვაჩნია. მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო, ჯერ კიდევ ინარჩუნებს საზოგადოების მხრიდან ნდობასა და ავტორიტეტს,  მოსამართლის არსებულ გარემოებებში და დახურულ კარს მიღმა დანიშვნა, უარყოფითად იმოქმედებს როგორც თავად დანიშნული მოსამართლის, ისე მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციაზე. 

02
აპრილი2020

ხელისუფლებამ პანდემიის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კრიტიკული აზრის შესაზღუდად არ უნდა გამოიყენოს

GDI მიუღებლად მიიჩნევს, 2020 წლის 01 აპრილს,  ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ,  გოგი წულაიას მიმართ გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტს.  მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები საგანგებო მდგომარეობის ფარგლების დარღვევით მოქმედებდნენ.

26
მარტი2020

GDI-მ სასამართლოს ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა

სასამართლო მეგობრის მოსაზრება შეეხება კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპის მნიშვნელობას სისხლის სამართალში. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ხანდაზმულობის ვადების პირის საუარესოდ რეტროაქტიულად გამოყენების დაუშვებლობაზე, რომელიც სსსკ-ს 105-ე მუხლის შესაბამისად სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო სსკ-ს 71-ე მუხლის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.

სხვა სიახლეები

არქივი

14 ივლისი, 2020

მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა/შენახვისთვის 5 წლით მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა

14 ივლისი, 2020

მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა/შენახვისთვის 5 წლით მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა

07 ივლისი, 2020

მედიაკოალიცია: შემოთავაზებული ცვლილებები გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს მოიცავს

03 ივლისი, 2020

საბოტაჟის მუხლით სუს-ში მიმდინარე გამოძიება კრიტიკული მედიის თვისუფლებაში უხეში ჩარევისა და აზრის შინაარსის კონტროლის ნიშნებს შეიცავს