სიახლეები

25
მარტი2020

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ განცხადება ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ მომძლავრებული ქსენოფობიის შესახებ

პლატფორმა „არა-ფობიას!“ შეშფოთებას გამოთქვამს ქსენოფობიის იმ ტალღის გამო, რომელიც მარნეულში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. მოვუწოდებთ მედიას, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი საზოგადოებაში სწორი, ზუსტი და არადისკრიმინაციული ინფორმაციის გავრცელებას, ამასთან აქტიური როლი შეასრულონ ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების ინტეგრაციაში.

23
მარტი2020

მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას და რელიგიურ გაერთიანებებს

დღეს მთელი მსოფლიო გლობალური გამოწვევის წინაშე დგას. ყველას საერთო მიზანი ახალი ვირუსით, COVID-19–ით გამოწვეული პანდემიის დამარცხება და  ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობამ 300,000–ს გადააჭარბა, ვირუსით გამოწვეული დაავადებით დაიღუპა 13,000–ზე მეტი ადამიანი და სამწუხაროდ, ვითარება ჯერ კიდევ მძიმდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) სახელმწიფოებს მოუწოდებს, მიიღონ მკაცრი ზომები საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისა და ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

23
მარტი2020

GDI მოუწოდებს ხელისუფლებას გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი და დაიწყოს ინტენსიური საინფორმაციო კამპანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე

საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის რაიონები გამწვავებული ეპიდ მდგომარეობის გამო მკაცრ საკარანტინო ზონად გამოაცხადა და მიმოსვლის თავისუფლება შეზღუდა. რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან ბრიფინგი გაიმართა აზერბაიჯანულ ენაზეც. თუმცა, მიგვაჩნია, რომ ეთნიკური უმცირესობის ინფორმირებულობის კუთხით საჭიროა მნიშვნელოვანი ძალისხმევა და კონკრეტული ღონისძიებების გატარება.

21
მარტი2020

ქართული ჟურნალისტიკის დღე

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" წევრი ორგანიზაციები მედიის წარმომადგენლებს გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს.

13
მარტი2020

კოალიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად ნინო ქადაგიძის წარდგენას ეხმიანება

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2020 წლის 10 მარტს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად ნინო ქადაგიძის კანდიდატურა წარუდგინა. ის ერთ-ერთია იმ 10 პირიდან, რომელიც 2018 წლის დეკემბრის ბოლოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყოველგვარი საჯარო განხილვისა და დისკუსიის გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა.

09
მარტი2020

საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება კრიზისიდან გამოსვლისა და სტაბილური საარჩევნო გარემოს შესაძლებლობას აჩენს

8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გამართული მორიგი შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია. საარჩევნო სისტემის კომპრომისული ვერსიის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 120 მანდატი გადანაწილდება პროპორციული სისტემით, 1% ბარიერის პირობებში, ხოლო 30 მანდატი მაჟორიტარული სისტემით. ამასთან, მიუხედავად მოპოვებული მაჟორიტარული მანდატებისა, ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას, თუ არ მიიღებს 40%-ზე მეტ მხარდაჭერას პროპორციულ არჩევნებში.

06
მარტი2020

კოალიცია “მედია ადვოკატირებისათვის” სახალხო დამცველს აჭარის მაუწყებლის შესახებ სპეციალური ანგარიშის მომზადების თხოვნით მიმართავს

ჩვენ, კოალიცია “მედია ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები შეშფოთებულები ვართ სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში” მიმდინარე პროცესებით. მიგვაჩნია, რომ ობიექტური და დამოუკიდებელი არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობის საფრთხე აშკარაა, შექმნილი ვითარება კი საგანგაშო ხასიათს ატარებს.

სხვა სიახლეები

არქივი

14 ივლისი, 2020

მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა/შენახვისთვის 5 წლით მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა

14 ივლისი, 2020

მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა/შენახვისთვის 5 წლით მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა

07 ივლისი, 2020

მედიაკოალიცია: შემოთავაზებული ცვლილებები გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს მოიცავს

03 ივლისი, 2020

საბოტაჟის მუხლით სუს-ში მიმდინარე გამოძიება კრიტიკული მედიის თვისუფლებაში უხეში ჩარევისა და აზრის შინაარსის კონტროლის ნიშნებს შეიცავს