სიახლეები

02
მაისი2022

ევროკავშირის კითხვარის პასუხების გასაჯაროების შესახებ

2022 წლის 29 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის კითხვარზე, ქვეყნის სახელით, მომზადებული პასუხების გასაჯაროებაზე უარი განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პასუხები შეიცავს საკითხებს, რომელთა გასაჯაროება არ არის მიზანშეწონილი.

29
აპრილი2022

ხელისუფლება კრიტიკულ მედიას სასამართლოს გზით ებრძვის

2022 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნანა შამათავამ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე “გრიგოლ ლილუაშვილი შპს “ფორმულას”, შპს “მთავარი არხის” და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ.” სასამართლომ დააკმაყოფილა გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელი და შესაბამისად დაადგინა მის მიმართ ცილისწამების ფაქტი. 

29
აპრილი2022

ხელისუფლება კრიტიკული აზრების გაჟღერებისთვის აქტივისტებს სჯის

2022 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე “ნინო წილოსანი შოთა დიღმელაშვილის წინააღმდეგ.” სასამართლომ დააკმაყოფილა ნინო წილოსანის სარჩელი და შესაბამისად დაადგინა მის მიმართ ცილისწამების ფაქტი.

28
აპრილი2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მდგომარეობის შესაბამისი სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს

ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმიანებით პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ მისი სათანადო მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული, მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევით ქვეყნის ფარგლებს მიღმა.

28
აპრილი2022

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება გავრცელებული სავარაუდო აუდიოჩანაწერის შესახებ

25 აპრილს, იუთუბ არხზე “Cyber Kmara” გავრცელდა მორიგი აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ბიზნესმენის ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარს ასახავს. ეს უკანასკნელი, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის წარმოების ფონზე, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქთა სიაშია. ევტუშენკოვი რუსული საფინანსო-სააქციო კორპორაცია “სისტემა”-ს დამფუძნებელი და მთავარი აქციონერი იყო, რომელმაც მიმდინარე წლის აპრილში, სანქციების დაწესების შემდეგ, საკუთარი წილის 10% შვილს გადაუფორმა და, ამჟამად, კომპანიის 49.2%-ს ფლობს. აღსანიშნავია, რომ კორპორაცია “სისტემა” მსოფლიოს 2000 უმსხვილეს კომპანიას შორისაა, ფლობს 20-ზე მეტ კომპანიას და 25-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. რუსეთში მას სისტემური (Системообразующее) საწარმოს სტატუსი აქვს მინიჭებული. გაერთიანებული სამეფოს მიერ გამოქვეყნებულ სანქცირებულ პირთა სიაში ევტუშენკოვის შესახებ ნათქვამია, რომ ის მხარს უჭერდა რუსეთის ხელისუფლებას და სარგებელს იღებდა მისგან კონგლომერატ “სისტემას” მფლობელობით და რომ ამ კომპანიას ბიზნესინტერესები აქვს რუსულ ენერგეტიკაში, საინფორმაციო, საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების სექტორში, რომელთაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ხელისუფლებისათვის.

21
აპრილი2022

ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობა კიდევ უფრო უარესდება

არასამთავრობო ორგანიზაციები კრიტიკულად ვაფასებთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ ცვლილებებს. 

15
აპრილი2022

კოალიცია სასამართლო რეფორმების შეფასების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას ეხმიანება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება სასამართლოს რეფორმების თაობაზე საქართველოს პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობას. სამწუხაროა, რომ  საზოგადოებისთვის დახურულია ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის ფორმატის შესახებ. მასში მიწვეულნი არ არიან მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო მისიები და სხვა დაინტერესებული ჯგუფები, შესაბამისად პროცესი არაინკლუზიურად მიმდინარეობს.

15
აპრილი2022

ქართული ოცნება 14 აპრილს მიღებული კანონით ხელისუფლების შტოებს შორის დაბალანსების მექანიზმს ასუსტებს

GDI მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ ორგანოთა საკონსტიტუციო სასამართლოში დავის მანდატის შემცირების შესახებ ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება არსებულ კონსტიტუციურ წესრიგსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ კონსტიტუციურ სტანდარტებს. პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით კი პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებული ცვლილებები პოლიტიკური კინკლაობის ინსტრუმენტი უფროა, ვიდრე კანონშემოქმედებითი პროცესით სამართლებრივი სიკეთის შექმნის მცდელობა.