სიახლეები

13
მარტი2020

კოალიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად ნინო ქადაგიძის წარდგენას ეხმიანება

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2020 წლის 10 მარტს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად ნინო ქადაგიძის კანდიდატურა წარუდგინა. ის ერთ-ერთია იმ 10 პირიდან, რომელიც 2018 წლის დეკემბრის ბოლოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყოველგვარი საჯარო განხილვისა და დისკუსიის გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა.

09
მარტი2020

საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება კრიზისიდან გამოსვლისა და სტაბილური საარჩევნო გარემოს შესაძლებლობას აჩენს

8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გამართული მორიგი შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია. საარჩევნო სისტემის კომპრომისული ვერსიის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 120 მანდატი გადანაწილდება პროპორციული სისტემით, 1% ბარიერის პირობებში, ხოლო 30 მანდატი მაჟორიტარული სისტემით. ამასთან, მიუხედავად მოპოვებული მაჟორიტარული მანდატებისა, ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას, თუ არ მიიღებს 40%-ზე მეტ მხარდაჭერას პროპორციულ არჩევნებში.

06
მარტი2020

კოალიცია “მედია ადვოკატირებისათვის” სახალხო დამცველს აჭარის მაუწყებლის შესახებ სპეციალური ანგარიშის მომზადების თხოვნით მიმართავს

ჩვენ, კოალიცია “მედია ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები შეშფოთებულები ვართ სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში” მიმდინარე პროცესებით. მიგვაჩნია, რომ ობიექტური და დამოუკიდებელი არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობის საფრთხე აშკარაა, შექმნილი ვითარება კი საგანგაშო ხასიათს ატარებს.

06
მარტი2020

კოალიციის განცხადება მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზების თაობაზე

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ეხმიანება მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებს, რაც უარყოფითად აისახება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ამავდროულად, საფრთხეს უქმნის საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ. 

14
თებერვალი2020

კოალიცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ მიმართავს

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში განვითრებული პროცესები საგანგაშოა. 2019 წლის აპრილიდან დღემდე ყოველდღიურად მტკიცდება ეჭვები არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლის მცდელობის შესახებ.

14
თებერვალი2020

საქართველოს სახალხო დამცველმა მ. მუმლაძის საქმეზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს რეკომენდაციით მიმართა

2020 წლის 06 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, მანუჩარ მუმლაძის საქმეზე რეკომენდაციით მიმართა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მანუჩარ მუმლაძის როტაციის შესახებ გადაწყვეტილება არღვევს ადმინისტრაციულ კანონმდებლობას, არ არის არგუმენტირებული და მოკლებულია გონივრულ დასაბუთებას.

13
თებერვალი2020

პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებული მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი, რაშან ზიადალიევი, სასამართლომ სრულად გაამართლა

2020 წლის 11 თებერვალს, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, პაატა ფხალაძემ, მარნეულელი აქტივისტი, რაშან ზიადალიევი სრულად გაამართლა წარდგენილ „ბრალდებაში“ და ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ რაშან ზიადალიევს პოლიციის თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ჰქონია ადგილი.

11
თებერვალი2020

უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით 2020 წლის 10 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს, რომლის თანახმადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერს საბოლოო სასჯელის სახედ სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მიგვაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის ხელისუფლების მიერ ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გაგრძელება და იგი რამდენიმე თვალსაზრისით არის პრობლემური:

სხვა სიახლეები

არქივი

03 აპრილი, 2020

ხელმომწერი ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს პლენუმს მოუწოდებენ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნისგან

02 აპრილი, 2020

ხელისუფლებამ პანდემიის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კრიტიკული აზრის შესაზღუდად არ უნდა გამოიყენოს

26 მარტი, 2020

GDI-მ სასამართლოს ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა

25 მარტი, 2020

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ განცხადება ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ მომძლავრებული ქსენოფობიის შესახებ