“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” წარმოგიდგენთ აგვისტოს საინფორმაციო ბიულეტენს, სადაც მიმოხილულია აღნიშნულ პერიოდში ადამიანის უფლებათა სფეროში მიმდინარე მოვლენები, კერძოდ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია, ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვის შედეგები, პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შემთხვევები, პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები და სხვა.