"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" წარმოგიდგენთ მარტის ბიულეტენს, რომელშიც მიმოხილულია GDI-ის წლიური ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის თაობაზე, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) დასკვნა საქართველოს შესახებ, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) პირველი საერთაშორისო გადაწყვეტილება საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ. აგრეთვე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტები და მრავალი სხვა.