“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” წარმოგიდგენთ ოქტომბრის თვის საინფორმაციო ბიულეტენს, რომელშიც მიმოხილულია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიახლეები. ოქტომბრის თვის მთავარ მოვლენებს წარმოადგენდა ხელისუფლების შეტევები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმე, ფარული სატელეფონო მოსმენებით პირად ცხოვრებაში ჩარევის ახალგამოვლენილი ფაქტები და სხვა.