საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა წარმოგიდგენთ სექტემბრის საინფორმაციო ბიულეტენს. აღნიშნული პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით, აღნიშნულის საპასუხოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა მმართველი გუნდის მხარდამჭერთა მხრიდან, პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტები, ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხი და სხვა.