აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს 2020 წლის ანგარიში (შეკრების თავისუფლების ნაწილი)

წარმოგიდგენთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის  უფლებათა  შესახებ  საქართველოს 2020 წლის ანგარიშის, შეკრების თავისუფლების არაოფიციალურ თარგმანს.

 

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით ხელისუფლების „შერჩევით“ მიდგომაზე და სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენებული გადაჭარბებული ძალის არასათანადო გამოძიებაზე. სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს ასევე შეკრების თავისუფლების შესაზღუდად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენების მავნე პრაქტიკას და თვითნებურ დაკავებებს. დეპარტამენტს მაგალითად მოჰყავს 8 ნოემბერს ცესკოს შენობის წინ გამართული აქციისას გამოყენებული არაპროპორციული ძალა და 28 ნოემბრის აქცია. ანგარიშში ასევე საუბარია ლგბტ აქტივისტების შეკრების უფლებაზე, რომლის რეალიზებისთვისაც ხელისუფლება არ დგამს პრევენციულ ნაბიჯებს, რაც ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივი ქმედებების აღკვეთაში გამოიხატება.

 

აშშ- ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს ადამიანის  უფლებათა შესახებ  სხვადასხვა  ქვეყანაში, რომლის მომზადების დროსაც  ეყრდნობა იმ წყაროებს, რომელსაც მიიჩნევს სანდოდ.

 

ანგარიშის სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე