ანგარიშის “მედიის თავისუფლება საქართველოში” პრეზენტაცია

2022 წლის 27 მაისს GDI-მ გამართა ანგარიშის „მედიის თავისუფლება საქართველოში“ პრეზენტაცია.

ანგარიშში მიმოხილულია საქართველოში 2021-2022 წლებში (2022 წლის მაისამდე პერიოდი) მედიაგარემო და ჟურნალისტთა პროფესიული ხელშეუხებლობის დაცვის ხარისხი. ანგარიში ძირითადად ეყრდნობა GDI-ის წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზს და განხორციელებული პროექტის შედეგებს, მიგნებებსა და გამოწვევებს.

პროექტის ფარგლებში, GDI-მ შეისწავლა საკანონმდებლო ინიციატივები, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობა და სასამართლო გადაწყვეტილებები, სამართლებრივი დახმარება გაუწია მედიაორგანიზაციებს და ჟურნალისტებს, აგრეთვე, ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების მეშვეობით სისტემურად აანალიზებდა ნორმატიულ ბაზას, რომელიც გავლენას ახდენს მედიაგარემოზე.

საანგარიშო პერიოდის ფარგლებში გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

ზემოაღნიშნული მიგნებები ცხადჰყოფს, რომ მედიის თავისუფლების დაცვიდან მომდინარე სახელმწიფოს ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება უარყოფით გავლენას ახდენს გამოხატვის თავისუფლების დაცვის ხარისხზე, რაც, თავის მხრივ, აჩენს სამართლიან კითხვებს სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების კურსთან დაკავშირებით.

ანგარიში მომზადდა "ევროპული წვლილი დემოკრატიისათვის" (EED) პარტნიორობითა და მხარდაჭერით, პროექტის „მედიის თავისუფლების დაცვა კანონმდებლობაში, ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლო პრაქტიკაში რეგულაციების გაუმჯობესების გზით“ ფარგლებში. პროექტის მიზანია მედიის წინააღმდეგ საქართველოში არსებული მტრული დამოკიდებულების შეცვლა და მედია გარემოს გაუმჯობესება.

 

ანგარიშის სრული ვერსია