გამოხატვის თავისუფლება და „შარლ ებდო“ - დისკუსია ბათუმში

2015 წლის  3 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,  მუსლიმი თემის წარმომადგენლებთან გამართა დისკუსია თემაზე: გამოხატვის თავისუფლება და „შარლი ებდო“.

 

დისკუსიას უძღვებოდნენ „საქართველოს დემოკრატიული  ინიციატივის“ იურისტი გიორგი მშვენიერაძე და თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა  საქართველოში გამოხატვის თავისუფლების შესახებ არსებული კონსტიტუციური სტანდარტი, ევროპული და ამერიკული გამოცდილება.

 

დისკუსია  გაიმართა პროექტის – „ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის დაფინანსებით.