სიახლეები

23
მარტი2020

GDI მოუწოდებს ხელისუფლებას გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი და დაიწყოს ინტენსიური საინფორმაციო კამპანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე

საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის რაიონები გამწვავებული ეპიდ მდგომარეობის გამო მკაცრ საკარანტინო ზონად გამოაცხადა და მიმოსვლის თავისუფლება შეზღუდა. რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან ბრიფინგი გაიმართა აზერბაიჯანულ ენაზეც. თუმცა, მიგვაჩნია, რომ ეთნიკური უმცირესობის ინფორმირებულობის კუთხით საჭიროა მნიშვნელოვანი ძალისხმევა და კონკრეტული ღონისძიებების გატარება.

სადავო არ არის, რომ როგორც ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ისე სომეხი თანამოქალაქეებით  დასახლებულ რეგიონებში ენობრივი ბარიერი და ინფორმაციაზე წვდომა დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შესაბამისად, დღეს, ისე, როგორც არასდროს სწორი და დროული ინფორმაცია შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს მსოფლიოს, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის წინაშე Covid-19-ით გამოწვეული მძიმე კრიზისი დაძლევის პროცესში.

ამ კუთხით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრია, რომელიც ნორმატიულ დონეზე ვალდებულია მის საეთერო ბადეში სათანადო პროპორციით განათავსოს უმცირესობების ენაზე, უმცირესობების შესახებ და უმცირესობების მიერ  მომზადებული პროგრამები. არსებულ სიტუაციაში კი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სპეციალური პროგრამის ფორმატში ინტენსიურად მიაწოდოს ეთნიკურ უმცირესობებს ინფორმაცია ქვეყანაში განვითარებული ყოველდღიური მოვლენების შესახებ.  თუმცა გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა ინფორმაციის გავრცელებაში მნიშვნელოვანი როლი შესაძლოა ითამაშონ რეგიონულმა მედიებმაც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ გამოიყენოს აღნიშნული რესურსიც.

ამავდროულად, აუცილებლად მივიჩნევთ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალების, მათ შორის კი სპეციალურად შექმნილი ვებგვერდის stopcov.gov.ge-ს თარგმნას სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე.

სხვა სიახლეები

არქივი

03 აპრილი, 2020

ხელმომწერი ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს პლენუმს მოუწოდებენ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნისგან

02 აპრილი, 2020

ხელისუფლებამ პანდემიის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კრიტიკული აზრის შესაზღუდად არ უნდა გამოიყენოს

26 მარტი, 2020

GDI-მ სასამართლოს ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა

25 მარტი, 2020

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ განცხადება ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ მომძლავრებული ქსენოფობიის შესახებ