GDI-ის ახალი თავმჯდომარე ჰყავს

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) გამგეობამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ ედუარდ მარიკაშვილი აირჩია. ედუარდ მარიკაშვილი 2014 წლიდან GDI-ის იურისტი, ხოლო 2017 წლიდან სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის დირექტორი იყო.

GDI წესდების შესაბამისად, ორგანიზაციის თავმჯდომარე 2 წლის ვადით აირჩევა.

2016 წლიდან ორგანიზაციის გიორგი მშვენიერაძე (2 ვადით), ხოლო მანამდე - გიორგი ტუღუში თავმჯდომარეობდა;