GDI-მ პარლამენტს „მაუწყებლობის შესახებ“კანონპროექტზე შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მიმართა

GDI-მ საქართველოს პარლამენტს "ქართული ოცნების" წევრების მიერ 2022 წლის 7 სექტემბერს "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში რეგისტრირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მიმართა.

უკიდურეს აღშფოთებას იწვევს როგორც ინიცირებული კანონპროექტის შინაარსი, ასევე ის ფაქტი, რომ  შინაარსობრივად მრავალფეროვანი და დატვირთული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით,  ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციების გარეშე, გამოქვეყნებიდან უმოკლეს ვადაში - 7 დღეში მიიღო.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს გააჩნია კანონმდებლობის, მათ შორის, მედიის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების, ევროკავშირის სისტემასთან ჰარმონიზაციის ვალდებულება.  აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძვლად სწორედ აუდიო ვიზუალური მედია მომსახურების დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა დასახელდა, თუმცა  GDI-ს მიაჩნია,  რომ:

ა) პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი სცდება ევროკავშირის დირექტივის მიზნებს;

ბ) ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე გამოცემულ ევროკომისიის რეკომენდაციის მე-7 პუნქტს;

გ) აძლიერებს რეპრესიულ ელემენტებს მედიაგარემოს რეგულირების კონტექსტში;

დ) და გაუმართლებელ უფლებრივ ტვირთს აწესებს მაუწყებლებზე.

კანონპროექტის სისტემური გაანალიზების შედეგად GDI-მ დაასკვნა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს არათუ ხელს უწყობს, არამედ პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლებრივი ნორმები, რომლებიც მიემართება:

GDI მოუწოდებს პარლამენტს არ დაამტკიცოს ზემოაღნიშნული საკითხების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები  და დაიწყოს კონსულტაციები ექსპერტებთან/მედია სექტორთან და მედიის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებთან.