2016 წლის 27 მაისს, ვენეციის კომისიამ გამოქვეყნა წინასწარი დასკვნა საქართველოს ორგანულ კანონში „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ და საქართველოს კანონში „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ ცვლილებათა პროექტთან დაკავშირებით. კომისიამ დასკვნის მომზადებისათვის არსებული დროის სიმცირის გამო ვერ შეძლო პროექტში წარმოდგენილ ყველა საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა, თუმცა წარმოდგენილი წინასწარი დასკვნა ეხება ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა.
საზოგადოების განსაკუთრებული შეშფოთება კანონპროექტის სწორედ იმ ნაწილმა გამოიწვია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზებისა და მისი უმნიშვნელოვანესი როლის დაკნინებისკენ იყო მიმართული, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელ ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების აღიარება და დაცვა, ხელისუფლების დანაწილება და კონსტიტუციური მართლმსაჯულების ჯეროვნად, ეფექტურად და მიუკერძოებლად განხორციელება.
ვენეციის კომისიამ სრულიად გაიზიარა არასამთავრო სექტორის პოზიციები კანონპროექტის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით და წარმოადგინა რეკომენდაციები, რომელიც ეხება მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადების მკაცრ ლიმიტირებას და მიიჩნია, რომ აღნიშნული სახის ცვლილება წარმოდგენილ უნდა იყოს მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად,რომელიც დაადგენს, რომ მოსამართლე რჩება თანამდებობაზე მანამ, სანამახალი მოსამართლე არ დაიკავებს თანამდებობას და დებულება, რომელიცუზღუდავს მოსამართლეს უფლებამოსილებას მისი მანდატის ბოლო სამითვის განმავლობაში ამოღებულ უნდა იქნეს. ასევე გადაჭარბებულად მიიჩნია პლემუნის მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო მინიმუმ ექვსიხმის მოთხოვნა და წარმოადგინა რეკომენდაციას მისი შემცირების შესახებ.
ვენეციის კომისიამ მიიჩნია, რომ დებულება, რომლის მიხედვითაც ინდივიდუალურ მოსამართლესშეუძლია საქმე გადასცეს პლენუმს განსახილველად, უნდა შეიცვალოს. ასევეუნდა გაუქმდეს პლენუმის მოტივირებული გადაწყვეტილება დამოსამართლეთა უბრალო უმრავლესობას უნდა შეეძლოს ასეთ მოთხოვნაზეუარის თქმა.
ცვლილებების შესწავლისას, ვენეციის კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ორგანული კანონში „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ სხვა საკითხებიც უნდა იქნეს გათვალისწინებული, მაგალითად კანონის არაკონტიტუციურად გამოცხადება იმის გამო, რომ იგი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს არსებითი განხილვის შედეგად და არადასაშვებობის წარმოებისას.
გრძელვადიან პერსპექტივაში იგი საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროებასაც ხედავს, განსაკუთრებით იმისათვის, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მოსამართლეთა არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით.
საბოლოოდ კი კომისია მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება დაადგინოს წარმოდგენილი ცვლილებების კონსტიტუციურობა მანამდე, სანამ იგი შევა ძალაში.
საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გთავაზობთ ვენეციის კომისიის ზემოაღნიშნული დასკვნის არაოფიციალურ ქართულ თარგმანს და კიდევ ერთხელ მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაითვალისწინოს კომისიის დასკვნაში წარმოდგენილი რეკომენდაციები.