სიახლეები

05
ივლისი2018

გიორგი ქებურიას საქმე

2018 წლის 4 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა მუსიკალური პროექტის „ბირჟა მაფიას“ წევრის, გიორგი ქებურიას სარჩელი საქართველოს პროკურატურის წინააღმდეგ, უკანონო დაკავების გამო მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩართვის თაობაზე. საქმეზე სხდომა გაგრძელდება 2018 წლის 6 აგვისტოს.

ნარკოდანაშაულის ჩადენის ბრალდებით გიორგი ქებურია 2017 წლის 07 ივნისს დააკავეს. მან წინასწარ პატიმრობაში 4 დღე გაატარა. ქებურიას დაკავებას წინ უძღვოდა „ბირჟა მაფიის“ მუსიკალური კლიპი სადაც მუსიკოსებმა პოლიციელი გააშარჟეს. 2017 წლის 15 დეკემბერს პროკურატურამ დანაშაულის არ არსებობის საფუძვლით  ქებურიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა

გიორგი ქებურიას ინტერესებს საერთო სასამართლოებში GDI (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა) წარმოადგენს.

 

სხვა სიახლეები

არქივი

20 ნოემბერი, 2018

კოალიცია თანასწორობისათვის ეხმიანება ტრანსგენდერთა ხსოვნის დღეს და მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს მიიღონ შესაბამისი ზომები ტრანსგენდერთა მიმართ ძალადობის, მათ წინაშე მდგარი ბარიერების საპასუხოდ

20 ნოემბერი, 2018

პლატფორმა “არა-ფობიას!” ექსპრეზიდენტის განცხადებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება

14 ნოემბერი, 2018

რელიგიური და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აზერბაიჯანში შეიხი მირტაგი ასადოვის დაკავებას ეხმიანებიან

06 ნოემბერი, 2018

მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ქსენოფობიური და ამავდროულად საქართველოს ტურისტული პოტენციალისთვის დამაზარალებელია