2015 წლის 26 -28 ოქტომბერს, „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ ბათუმში, ოზურგეთსა და ქუთაისში გამართა ტრენინგები სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ადამიანის უფლებების დაცვის სწავლების საკითხებთან დაკავშირებით. განხილული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ ადამიანის უფლებათა ისტორია - გზა ღირსებიდან უფლებამდე, ადამიანის უფლებების მნიშვნელობა დემოკრატიული მმართველობისას, თანასწორობისთვის ბრძოლა და დისკრიმინაციის აკრძალვის თანამედროვე გაგება და ტოლერანტობა.
ტრენინგების მიზანი იყო ხელი შეუწყოს სამოქალაქო განათლების პედაგოგებს ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, დისკრიმინაციის აკრძალვისა და თანასწორობის პრინციპების სწავლებაში.
მონაწილეებს გადაეცათ „ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ მომზადებული ვიდეო გაკვეთილების ნიმუშები თემებზე: „ თანასწორობა და ტოლერანტობა“ და „ღირსებიდან უფლებამდე“ და სერტიფიკატები.
ტრენინგები გაიმართა პროექტის „ ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის დაფინანსებით.
26 ოქტომბერს ტრენინგი გაიმართა ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და მასში მონაწილეობდნენ ხელვაჩაურის #1 საჯარო სკოლის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ახალშენის, ჩაისუბნის, მახინჯაურის, ჭარნალის, სალიბაურის # 1 და #2 საჯარო სკოლების, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ბობოყვათის, ოჩხამურის, დაგვას საჯარო სკოლების, ქობულეთის #1 და #5 საჯარო სკოლების, ჩაქვის წმ. კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის კერძო სკოლის, ბათუმის #2, #5, #8, #10, #14, #20, #25, #26, #28 და #30 საჯარო სკოლების, კერძო სკოლების „იუჯი სკოლა“, „მედინა 2011“, „ევრო 2000“, „განათლება“, გიმნაზია „21-ე საუკუნე“ სამოქალაქო განათლების პედაგოგები.
27 ოქტომბერს ტრენინგი გაიმართა ოზურგეთში, გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში და მასში მონაწილეობდნენ ოზურგეთის #1, #3, #4 საჯარო სკოლების, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების გურიანთის, ბახვის, მელექედური, ნაგომარი, შემოქმედი, ლიხაურის, დვაბზუს, ნასაკირალის, მაკვანეთის, დაბა ლაითურის საჯარო სკოლების, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების ქვემო აკეთის, ჩიბათის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვან-ზომლეთის საჯარო სკოლის, ჩოხატაურის სამრევლო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგები, ასევე გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის თანამშრომლები და დაინტერესებული ახალგაზრდები, რომლებიც გეგმავენ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარებას.
28 ოქტომბერი ტრენინგი გაიმართა ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და მასში მონაწილეობდნენ ქუთაისის #1, #7, #13, #15, #19, #23, #24, #29, #32, #33, #35, #37, #40 საჯარო სკოლების, წყალტუბოს #1 , #4 საჯარო სკოლების და კერძო სკოლა „ოცნების“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წირქვალის საჯარო სკოლის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის #2 საჯარო სკოლის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების ცხენთარუს, ქვედა საზანოს #1 საჯარო სკოლების, სამტრედიის #6, #8, #9, #10, #12 საჯარო სკოლების, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების, ვანის #2 საჯარო სკოლის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათის #1 საჯარო სკოლის, ხონის ტექნიკური გიმნაზიის, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლის, კერძო სკოლის „ლამპარი“, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა- ლიცეუმის სამოქალაქო განათლების პედაგოგები და ა/ო „განათლება და სკოლა“ და „განათლება და სამყაროს“ ტრენერები ტოლერანტობასა და ადამიანის უფლებებში.