2015 წლის 16 ნოემბერს, „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ გორში გამართა ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ადამიანის უფლებების დაცვის სწავლების საკითხებთან დაკავშირებით. განხილული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ ადამიანის უფლებათა ისტორია - გზა ღირსებიდან უფლებამდე, ადამიანის უფლებების მნიშვნელობა დემოკრატიული მმართველობისას, თანასწორობისთვის ბრძოლა და დისკრიმინაციის აკრძალვის თანამედროვე გაგება და ტოლერანტობა.
ტრენინგის მიზანი იყო ხელი შეუწყოს სამოქალაქო განათლების პედაგოგებს ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, დისკრიმინაციის აკრძალვისა და თანასწორობის პრინციპების სწავლებაში.
მონაწილეებს გადაეცათ „ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ მომზადებული ვიდეო გაკვეთილების ნიმუშები თემებზე: „ თანასწორობა და ტოლერანტობა“ და „ღირსებიდან უფლებამდე“ და სერტიფიკატები.
ტრენინგში მონაწილეობდნენ გორის #1, #3, #4, # 5, #6, #7, #8, #9, #11, #12 საჯარო სკოლების, წმინდა გიორგის სახელობის სკოლა ლიცეუმის, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის კერძო სკოლის, გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ძევერის, კარალეთის #1, შინდისის, ტირძნისის, ქარელის მინიციპალიტეტის სოფელ რუისის, კასპის #4, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის #1 საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები, ასევე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის #1 საჯარო სკოლის დირექტორი და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ემზადება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად.
ტრენინგი გაიმართა პროექტის „ ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის დაფინანსებით.