ღირსებიდან უფლებებამდე- „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ტრენინგი რუსთავში სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის

2015 წლის 6 ნოემბერს, „საქართველოს დემოკრატიულმა რუსთავში გამართა ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ადამიანის უფლებების დაცვის სწავლების საკითხებთან დაკავშირებით.  განხილული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ ადამიანის უფლებათა ისტორია - გზა ღირსებიდან უფლებამდე,  ადამიანის უფლებების მნიშვნელობა დემოკრატიული მმართველობისას, თანასწორობისთვის ბრძოლა და დისკრიმინაციის აკრძალვის თანამედროვე გაგება და ტოლერანტობა. ასევე ყურადღება გამახვილდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში სამოქალაქო განათლების სწავლების მნიშვნელობასა და მოსწავლეებში ტოლერანტობის კულტურის ამაღლების საკითხს.

 

ტრენინგის მიზანი იყო ხელი შეუწყოს სამოქალაქო განათლების პედაგოგებს ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, დისკრიმინაციის აკრძალვისა და თანასწორობის პრინციპების სწავლებაში.

 

 მონაწილეებს გადაეცათ „ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ მომზადებული    ვიდეო გაკვეთილების ნიმუშები თემებზე: „ თანასწორობა და ტოლერანტობა“ და „ღირსებიდან უფლებამდე“ და სერტიფიკატები.

 

ტრენინგში მონაწილეობდნენ  რუსთავის,  #3, #4, #5,  #7,  #8,  #10, #12, #14,  #15, #16, #18, #20, #22, #23, #24, #25,  #26 საჯარო სკოლების, ვაზიანის #1, #2 საჯარო სკოლების, თეთრი წყაროს მუნიცილაპლიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის, კერძო სკოლების „რუსთაველი“, „ნაკადული“, „მზეკაბანი“,  რუსთაველის სახელობის სკოლა ლიცეუმის, საგანმანათლებლო ცენტრი „ჩაღლარის“, „ლაზარი“ სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაცია „საგანმანათლებლო ინიციატოვების ქართული ასოციაციის“ 2 წარმომადგენელი და  რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის 2 თანამშრომელი.

 

ტრენინგები გაიმართა პროექტის „ ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის დაფინანსებით.