ღირსებიდან უფლებებამდე- „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ტრენინგი თელავში სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის

2015 წლის 10 ნოემბერს, „საქართველოს დემოკრატიულმა თელავში გამართა ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ადამიანის უფლებების დაცვის სწავლების საკითხებთან დაკავშირებით.  განხილული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ ადამიანის უფლებათა ისტორია - გზა ღირსებიდან უფლებამდე,  ადამიანის უფლებების მნიშვნელობა დემოკრატიული მმართველობისას, თანასწორობისთვის ბრძოლა და დისკრიმინაციის აკრძალვის თანამედროვე გაგება და ტოლერანტობა. ასევე ყურადღება გამახვილდა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში სამოქალაქო განათლების სწავლების მნიშვნელობასა და მოსწავლეებში ტოლერანტობის კულტურის ამაღლების საკითხზე.

 

ტრენინგის მიზანი იყო ხელი შეუწყოს სამოქალაქო განათლების პედაგოგებს ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, დისკრიმინაციის აკრძალვისა და თანასწორობის პრინციპების სწავლებაში.

 

მონაწილეებს გადაეცათ „ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ მომზადებული    ვიდეო გაკვეთილების ნიმუშები თემებზე: „თანასწორობა და ტოლერანტობა“ და „ღირსებიდან უფლებამდე“ და სერტიფიკატები.

 

ტრენინგში მონაწილეობდნენ  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების შრომის, ატენის #1,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების ტიბაანის,  ჯუგაანის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს, ახმეტის #1, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის,  თელავის #3, #4, #5,  #6, #8, #9, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაფარეულის, ყარაჯალის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების  გურჯაანის, კარდენახის,  შაშიანის, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს და ყვარლის #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები.

 

ტრენინგები გაიმართა პროექტის „ ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის დაფინანსებით.