2015 წლის 12 ნოემბერს, „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ ზუგდიდში გამართა ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ადამიანის უფლებების დაცვის სწავლების საკითხებთან დაკავშირებით. განხილული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ ადამიანის უფლებათა ისტორია - გზა ღირსებიდან უფლებამდე, ადამიანის უფლებების მნიშვნელობა დემოკრატიული მმართველობისას, თანასწორობისთვის ბრძოლა და დისკრიმინაციის აკრძალვის თანამედროვე გაგება და ტოლერანტობა.
ტრენინგის მიზანი იყო ხელი შეუწყოს სამოქალაქო განათლების პედაგოგებს ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, დისკრიმინაციის აკრძალვისა და თანასწორობის პრინციპების სწავლებაში.
მონაწილეებს გადაეცათ „ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ მომზადებული ვიდეო გაკვეთილების ნიმუშები თემებზე: „ თანასწორობა და ტოლერანტობა“ და „ღირსებიდან უფლებამდე“ და სერტიფიკატები.
ტრენინგში მონაწილეობდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ოდიშის #1 და #2, ახალსოფლის, რუხის, ჭაქვინჯის, ინგირის, ჯიხაშკარის, გრიგოლიშის, ახალაბასთუნის, ყულიშკარის, ცაიშის, ნარაზენის, ორსანტიის, კოკის, კახათის, დარჩელის, დიდინეძის, აბასთუმნის, ხობის მუნიციპალიტეტის სოფლის საჯიჯაოს #1, ზუგდიდის #2,#4, #6, #7, #9, #11, #12, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალის თემის #1, წალენჯიხის #5, წალენჯიხის კერძო სკოლა „ქიაჩის“, ზუგდიდის ქართულ- ფრანგული სკოლა ლიცეუმის სამოქალაქო განათლების პედაგოგები.
ტრენინგი გაიმართა პროექტის „ ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის დაფინანსებით.