კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დაფუძნდა

21-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დააფუძნა.

პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამართეს. კოალიციის მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულ პატივისცემაზე დაფუძნებული, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს მშენებლობაა. წევრი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად.მათ ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილის კონსოლიდაცია ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის. კოალიცია ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას გეგმავს. დამფუძნებლებმა ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

კოალიციის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან ეს საქართველოს არამარტო უსაფრთხოების არამედ ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გარანტია.

 

კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დამფუძნებლები:

1. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო - Transparency International Georgia
2. სამოქალაქო განვითარების სააგენტო - Civil Development Agency
3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - International Society for Fair Electionsand Democracy
4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - GeorgianYoungLawyers’ Association
5. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო - Open Society Georgia Foundation
6. საქართველოს ატლანტიკური საბჭო - Atlantic Council of Georgia
7. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია - Georgian Farmers Association
8. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - Institute for Development of Freedom of Information
9. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - The Economic Policy Research Center
10. მწვანე ალტერნატივა - Green Alternative
11. საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი - Georgian Center for Security and Development
12. მედიის განვითარების ფონდი - Media Development Foundation
13. საქართველოს გაეროს ასოციაცია - UN Association of Georgia
14. საზოგადოება და ბანკები - Society and Banks
15. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევისფონდი - Georgian Foundation for Strategic and International Studies
16. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - Georgian Democracy Initiative
17. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი - Georgian Institute of Politics
18. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი - Regional Centre for Strategic Studies
19. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი - In Depth Reporting and Advocacy Center
20. ხმა საქართველოდან - Voice from Georgia
21. კავშირი საფარი - Sapari