ქართული ჟურნალისტიკის დღე

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" წევრი ორგანიზაციები მედიის წარმომადგენლებს გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს.

 

1993 წლის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს ვახსენებთ, რომ ქართული ჟურნალისტიკა 1819 წლის 21 მარტიდან, (როცა გამოვიდა “საქართველოს გაზეთის”, შემდგომში “ქართული გაზეთი” პირველი ნომერი), დემოკრატიული და ევროპული სტანდარტის ქართული საზოგადოების შექმნის თანამონაწილეა.

 

ჩვენ ვაფასებთ ამ თანამონაწილეობას და თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით გაწეული შრომისთვის.

 

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ პროფესიულ სირთულეებთან გამკლავებაში.

 

საქართველოს მთავრობას კი ვთხოვთ, მიიღოს ყველა პოლიტიკური და ეკონომიკური ზომა მედიის თავისუფალი განვითარების უზრუნველსაყოფად.

 

ამასთან ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენისგან თავისუფალი და საზოგადოებაზე ორიენტირებული სარედაქციო პოლიტიკით, ქართული მედია ყოველთვის იქნება ჩვენი საზოგადოების თავისუფლების მოდარაჯე.