პროკურატურამ GDI -ის და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადება დააკმაყოფილა

2017 წლის 27 ივნისს, „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციტივამ“  „თეთრი ხმაურის მოძრაობასთან“  ერთად   კიდევ  ერთხელ მიმართა საქართველოს პროკურატურას შოთა პაკელიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს პროკურატურამ დააკმაყოფილა GDI -ისა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადება,  შოთა პაკელიანს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.  

 

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შოთა პაკელიანის ინტერესებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ და „ თეთრი ხმაურის მოძრაობა“ დაიცავენ.

 

2017 წლის 22 ივნისს მედიაში გავრცელებული  კადრებიდან გაირკვა, რომ  პაკელიანი არა დაკავებისას, როგორც ეს ჩხრეკისა და ამოღების ოქმშია მითითებული, არამედ დაკავების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შენობაში გაჩხრიკეს და გარეშე პირების თანდასწრებით გააშიშვლეს.