2023 წლის ივნისის თვეში საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია 7-ჯერ გამოაქვეყნდა, თუმცა მხოლოდ სამჯერ ჩატარდა.
02.06.2023
სხდომაზე განხილული იქნა შემდგომი მნიშვნელოვანი საკითხები:
1. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ბინის ქირის ღირებულების შესახებ ბაზრის კვლევას - საერთო სასამართლოების დეპარტამენტს დაევალა ბაზრის კვლევა მუნიციპალიტეტებში სადაც მოსამართლეები სარგებლობენ ბინის ქირით. ბაზრის კვლევის მიზნით გამოიკითხა საცხოვრებელი ბინის გამქირავებელი პირები / მეპატრონეები, ხოლო თბილისის შემთხვევაში ინფორმაცია დამუშავდა ვებგვერდ myhome.ge-ზე დიდი დიღმის ტერიტორიის შესახებ განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე.
ამბროლაური - იყო 400 ლარი, არის 550;
ახალქალაქი - იყო 330 ლარი, არის 415;
ბათუმი - იყო 940 ლარი, არის 1070;
ბორჯომი - იყო 700 ლარი, არის 780;
გორი - იყო 500 ლარი, არის 760;
გურჯაანი - იყო 400 ლარი, არის 550;
ზუგდიდი - იყო 530 ლარი, არის 690;
თბილისი - იყო 955 ლარი, არის 1080;
თელავი - იყო 600 ლარი, არის 750;
ოზურგეთი - იყო 485 ლარი, არის 550;
სენაკი - იყო 345 ლარი, არის 515;
სიღნაღი - იყო 600 ლარი, არის 1350 (ბინები არ არის);
ფოთი - იყო 650 ლარი, არის 925;
ქუთაისი - იყო 650 ლარი, არის 880.
2. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები - მოსამართლეთა სასწავლო შეხვედრის ორგანიზება. 12-13-14 ივლისში დაიგეგმა გასვლითი შეხვედრა სისხლის სამართლის საქმეთა 40 მოსამართლისთვის;
3. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ - მოიხსნა;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა აღნიშნული თანამდებობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გამოცხადდა, რომ მოსამართლე შოთა გეწაძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება, რადგან საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე იგი დაინიშნა დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტში ღონისძიებებისა და ცერემონიების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2023 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ იგი პირველი იყო ვისაც მოსამართლემ აღნიშნული ინფორმაცია შეატყობინა. ორგანიზაცია “საქართველოს სასამართლოს გუშაგმა” გადაამოწმა და დაადგინა, რომ შოთა გეწაძე დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციაზე შვეიცარიის კონფედერაციაში.
07.06.2023
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საკითხები:
1. ზოგიერთი მოსამართლის უფლებამოსილების თაობაზე;
2. კანონპროექტები - „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“;
3. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
4. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
5. საორგანიზაციო საკითხები.
09.06.2023
სხდომაზე განხილული იქნა შემდგომი მნიშვნელოვანი საკითხები:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირინა ზარქუას უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. მოსამართლე ირინა ზარქუა 30 მაისს გარდაიცვალა;
2. კანონპროექტები - „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ - რომელიც შეეხებოდა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის პროცედურას; კანონპროექტის განხილვა გადაიდო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სხდომაზე გამოცხადებამდე.
3. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ - მოიხნა;
4. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ - მოიხსნა;
5. საორგანიზაციო საკითხებიდან: ერთ-ერთი შეეხებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო (2 ვაკანტური თანამდებობა), ადმინისტრაციულ (3 ვაკანტური თანამდებობა), სისხლის და საგამოძიებო სამართლის საქმეთა პალატებში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის, საგამოძიებო, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის პალატებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო (2 ვაკანტური თანამდებობა), ადმინისტრაციულ და სისხლის საქმეთა კოლეგიებში, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ფოთის საქალაქო სასამართლოში კონკურსის გარეშე დანიშვნის პროცედურას (37-ე მუხლი). საბჭოს მდივნის ნიკოლოზ მარსაგიშვილის განცხადების თანახმად კონკურსის გარეშე დანიშვნის პროცედურისთვის განსაზღვრული განცხადებების მიღების ვადაში ცოტა კანდიდატი დარეგისტრირდა და შესაბამისად, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება განცხადებების მიღების ვადა გახანგრძლივებულიყო 5 კალენდრული დღით.
14.06.2023
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საკითხები:
1. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი;
2. კანონპროექტები - „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“;
3. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
4. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
5. საორგანიზაციო საკითხები.
15.06.2023

16.06.2023
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საკითხები:
1. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი;
2. კანონპროექტები - „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“;
3. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ - მოიხსნა;
4. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ - მოიხსნა;
5. საორგანიზაციო საკითხები - დამოუკიდებელმა ინსპექტორმა აღნიშნული თანამდებობა დატოვა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე განმწესდა.
21.06.2023
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საკითხები:
1.მიმდინარე საკითხები;
2. ზოგიერთი მოსამართლის უფლებამოსილების თაობაზე;
3. მოსამართლე გ. გელაშვილის განცხადება;
4. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
5. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
6. საორგანიზაციო საკითხები.