სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან

8 ნოემბერს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორს, გვანცა წულუკიძეს შეხვდა. სახელმწიფო მდივანთან საუბარი შეეხებოდა   სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლს.

შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ქვეყანაში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე, ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთშეკავებისა და ურთიერთბალანსის პრინციპის რღვევაზე, სასამართლო სისტემის - პოლიტიკური ოპონენტების გასანეიტრალებენ პოლიტიკურ იარაღად ქცევაზე, რომლის ნათელ მაგალითსაც ის მრავალი გახმაურებული საქმე წარმოადგენს, რომლებშიც სასამართლომ ცალსახად ხელისუფლების ინტერესის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღო და ხშირ შემთხვევაში პატიმრობა შეუფარდა ხელისუფლებისთვის არასასურველ პირებს, მაგალითად: გიორგი რურუას საქმე, კარტოგრაფების - ივერი მელაშვილის და ნატალია ილოჩოვას საქმე, სამოქალაქო აქტივისტების დაჯარიმება/დაპატიმრების საქმეები და სხვა.

აშშ-ს საელჩოს  განცხადების თანახმად,  სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში. თუმცა, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად.

ფოტო: აშშ საელჩოს facebook გვერდიდან