9 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათი საქმიანობის გამჭვირვალობის უპრეცედენტო ინიციატივა გააჟღერეს.
18 არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა გამჭვირვალობის დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც თითოეული მათგანი პასუხისმგებლობას იღებს პროაქტიულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია მათი მიზნების, დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების, განხორციელების ვადების, დონორების და დაფინანსების რაოდენობის შესახებ.
აღნიშნული ინფორმაცია რეგულარულად განთავსდება სამოქალაქო ორგანიზაციების ახალ ვებპორტალზე WWW.CSO.GE, რომლის პრეზენტაციაც დეკლარაციის ხელმოწერის შემდგომ გაიმართა.
ღონისძიების დასასრულს, თბილისსა და რეგიონებში მომუშავე 60-მდე ორგანიზაციამ მათი საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოაწყო, ამავდორულად საზოგადოებას და მედიას საკუთარი საქმიანობა გააცნეს.
ღონისძიება ორგანიზებული იყო სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა (სიდა) და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც აფინანსებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).