2024 წლის 26 თებერვალს, GDI-მ “მედია ადვოკატორებისთვის” კოალიციასთან ერთად უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას სიძულვილის ენაზე, ტერორიზმისკენ მოწოდებასა და უხამსობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული გაიდლაინის შესახებ.
შეხვედრაზე, კოალიციის “მედია ადვოკატირებისათვის“ წევრებმა, მედიის თავისუფლებაზე მომუშავე სხვა ორგანიზაციებმა და მაუწყებლების წარმომადგენლებმა განიხილეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 552 მუხლისა (სიძულვილის ენა და ტერორიზმისკენ მოწოდება) და 561 მუხლის მე-3 პუნქტის (უხამსობა) აღსრულების სახელმძღვანელო პრინციპები.
შეხვედრის მონაწილეები, დოკუმენტის შესწავლისა და პოტენციური რისკების იდენტიფირების შემდეგ, შეთანხმდნენ რეკომენდაციებზე, რომლებიც შემდგომში წერილობითი ფორმით გაეგზავნება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მაუწყებლების სახელით.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლითაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიენიჭა სიძულვილის ენის გამოყენებასა და ტერორიზმისკენ მოწოდებაზე, აგრეთვე უხამსობის შემცველ პროგრამაზე ზედამხედველობის უფლებამოსილება. GDI გააგრძელებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მონიტორინგს და დააკვირდება აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე მიღებულ კომისიის გადაწყვეტილებებს.
სამუშაო შეხვედრის ორგანიზება შესაძლებელი გახდა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) პროგრამა - მედეგობის გაზრდა აღმოსავლეთ სამეზობლოში (BREN) მხარდაჭერის ფარგლებში.