შეხვედრა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრ მასწავლებლებთან

2015 წლის  18 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ გამგეობის წევრმა, გიორგი მშვენიერაძემ გამართა შეხვედრა სამოქალაქო განათლების იმ პედაგოგებთან, რომლებიც პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ემზადებიან. შეხვედრა ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ.

 

შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო განათლების პედაგოგების  ხელშეწყობა  ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, დისკრიმინაციის აკრძალვისა და თანასწორობის პრინციპების სწავლებაში.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის  155-ე, 171-ე, 102-ე, 186-ე, 209-ე, 215-ე, 107-ე საჯარო სკოლების, კერძო სკოლების „ლამპარი“ და „აისი“, ქალაქი რუსთავის კერძო სკოლების „ ლაზარე“, „ნაკადული“, „რუსთაველი“, ახალციხის მე-6 საჯარო სკოლის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის, ქ. ბოლნისის კერძო სკოლის „დავითანი“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლის, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის, მცხეთის  მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლები.

 

მონაწილეებს გადაეცათ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ მომზადებული ვიდეო გაკვეთილის ნიმუშები თემებზე: „თანასწორობა და ტოლერანტობა“ და „ღირსებიდან უფლებამდე“.

 

ვიდეოგაკვეთილები მომზადებულია პროექტის „ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის დაფინანსებით.