"თანასწორობისთვის ბრძოლა და დისკრიმინაციის აკრძალვის თანამედროვე გაგება და ტოლერანტობა" - ტრენინგი თბილისში

2016 წლის 23 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, ფონდი „თბილისის“ მოზარდა სახლში გამართა ტრენინგი თემაზე: "თანასწორობისთვის ბრძოლა და დისკრიმინაციის აკრძალვის თანამედროვე გაგება და ტოლერანტობა".

 

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის #26, #30, #150,  #152, #155, #171, #192,  #210, #217 საჯარო სკოლები და კერძო სკოლების „მერმისი“ და  „ოპიზა“  25 მოსწავლემ.  

 

ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, ტოლერანტობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

ტრენინგს უძღვებოდა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე.

 

ტრენგზე ყურადღება გამახვილდა ტოლერანტობის კულტურაზე, თანასწორობის პრინციპებსა და თანასწორობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის სამართლებრივ მექანიზმებზე, საქართველოში არსებულ გამოწვევებზე და ევროპულ და ამერიკული გამოცდილებაზე.

 

ტრენინგი გაიმართა პროექტის – „ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის დაფინანსებით.