2014 წლის 11-12 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივი“ ოფისში გაიმართა ტრენინგი სტუდენტებისთვის დისკრიმინაციის აკრძალვის და პირადი ცხოვრების უფლების შესახებ. ტრენინგზე განხილულ იქნა პირადი ცხოვრების უფლების დაცვის მექანიზმები, საერთაშორისო სტანდარტები და შიდა კანონმდებლობა, დისკრიმინაციის ნიშნები და ასევე დისკრიმინაციისგან დამცავი ნორმები.
11 აპრილს ტრენინგს უძღვებოდნენ ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტები ვახტანგ მენაბდე და თეოლოგი ბექა მინდიაშვილი. განხილულ იქნა დისკრიმინაციის აკრძალვისა და თანასწარობის უზრუნველყოფის სამართლებრივი მექანიზმები, ასევე ტოლერანტობის კულტურის ამაღლების ხელისშემშლელი ფაქტორები და ამ კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა.
12 აპრილს ტრენინგს უძღვებოდნენ ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტები გიორგი მშვენიერაძე და ბესარიონ ბოხაშვილი. განხილულ იქნა პირადი ცხოვრების უფლების დაცვის ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმები, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
ტრენინგს ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საზოგადოებრივ საქმეთა საქართველოს ინსტიტუტის სტუდენტები.
ტრენინგი გაიმართა პროექტის „თანასწორობის ხელშეწყობა განათლების საშუალებით“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ საელჩოს მიერ.