2015 წლის 9 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, თელავში, „მედია კაფეში“ გამართა ტრენინგი თემაზე: „ღირსებიდან უფლებამდე“.
ტრენინგში მონაწილეობდნენ თელავის #3, #4, #5, #6 და #9 საჯარო სკოლების 10-11 კლასის მოსწავლეები.
ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. განხილული იყო შემდეგი საკითხები: ადამიანის უფლებათა ისტორია - გზა ღირსებიდან უფლებამდე, ადამიანის უფლებების მნიშვნელობა დემოკრატიული მმართველობისას, თანასწორობისთვის ბრძოლა და დისკრიმინაციის აკრძალვის თანამედროვე გაგება და ტოლერანტობა. ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის ადგილობრივი და საერთაშორისო მექნიზმები, ამ კუთხით საქართველოსი არსებული გამოწვევები და ევროპული და ამერიკული მექანიზმები.
ტრენინგს უძღვებოდა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე.
ტრენინგი გაიმართა პროექტის – „ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის დაფინანსებით.