9-10 ივლისს GDI-მ ზუგდიდსა და ქუთაისში გამართა შეხვედრები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში თემაზე: ცენზურა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.
შეხვედრაზე საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა ისაუბრა მეფის რუსეთისა და საბჭოთა პერიოდის ცენზურაზე პრესასა და ლიტერატურაში. საუბარი ასევე შეეხო რესპრესირებულ პუბლიცისტებს და მწერლებს, დისკუსიისას განიხილეს კონკრეტული მაგალითები მათი ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან.
GDI -ის მკვლევარმა- იურისტმა ვასილ ჟიჟიაშვილმა ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობაზე, სამართლებრივ რეგულაციებზე და ასევე თანამედროვე სამყაროში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ ჩინეთისა და რუსეთის მაგალითზე.
საუბარი ასევე შეეხო ე.წ. "რუსული კანონსა" და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის შესახებ" კანონპროექტს, კერძოდ თუ რა საფრთხეებს შეუქმნის ამ კანონების ამოქმედება გამოხატვის თავისუფლებას და არჩევნების გზით, როგორ უნდა ავირიდოთ ცენზურა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სამოქალაქო აქტივისტები და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრა გაიმართა USAID-ის პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.