პროექტები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის აქტუალიზაცია

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის აქტუალიზაციას და სხვადასხვა საინფორმაციო პროდუქტების მომზადებისა და საზოგადოებისათვის მიწოდების გზით ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდას.

 

ინდივიდუალურ მოსამართლეთა გაძლიერება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მართლმსაჯულების სისტემის შესახებ

პროექტი მიზნად ისახავს ვებ გვერდის www.judges.ge მეშვეობით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას მართლმსაჯულების სისტემის შესახებ. ვებ გვერდზე ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია როგორც საქართველოს საერთო  და  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, ასევე საჭირო ინფორმაცია სასამართლო სისტემის არსსა და სასამართლოზე ხელმისაწვდომობის კუთხით.

სტრატეგიული სამართალწარმოება სამოქალაქო თავისუფლებებისთვის

პროექტის მიზანია სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების,  კერძოდ, გამოხატვის/მედიის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების დაცვის გაუმჯობესება საქართველოში.

სტრატეგიული სამართალწარმოება სამოქალაქო თავისუფლებებისთვის

პროექტის მიზანია სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების,  კერძოდ, გამოხატვის/მედიის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების დაცვის გაუმჯობესება საქართველოში.

თანაბარი ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე მედიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის

პროექტის მიზანია უზრუნველყოს მართლმსაჯულებაზე თანასწორი ხელმისაწვდომობა პოლიტიკური შეხედულებების გამო საჯარო სექტორიდან გათავისუფლებული პირებისთვის და უსაფრთხო სამართლებრივი გარემო მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისთვის.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ინსტიტუციური გაძლიერება

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ინსტიტუციურ გაძლიერებას.

ადამიანის უფლებადამცველთა მხარდაჭერა საქართველოში

პროექტის მიზანია კვლევის, ადვოკატირების/ლობირების და კამპანიის წარმოების გზით საქართველოში უფლებადამცველთა მხარდაჭერა. GDI ჩართულია კვლევის ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოში უფლებადამცველთა სამართლებრივი მდგომარეობის ანალიზს.

მედიის თავისუფლების დაცვა კანონმდებლობაში, ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლო პრაქტიკაში რეგულაციების გაუმჯობესების გზით

პროექტი მიმართულია მედიის წინააღმდეგ საქართველოში არსებული მტრული დამოკიდებულების შეცვლისა და მედია გარემოს გაუმჯობესებისაკენ რისი მიღწევაც შესაძლებელი გახდება მედია ორგანიზაციებისათვის იურიდიული დახმარებისა და მათი გაძლიერების, აგრეთვე საზოგადოებაში მედიის თავისუფლების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების გზით.