პროექტები

პროექტი "უმცირესობების უფლებების გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით"

პროექტის მიზანია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების საშუალებით, როდესაც საკითხი ეხება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შესაძლო უფლებადარღვევებზე არასათანადო რეაგირებას.

პროგრამა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ (PITA) ქვეგრანტი

პროგრამის ფარგლებში საქართველოს დემოკრატიული ინიციატვის კოორდინირებით ხდება სამოქალაქო პლატფორმის „არა ფობიას!“ ფორმატში პოლიტიკოსების და საჯარო მოხელეების მხრიდან სიძულვილის ენის გამოვლინებაზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების დამკვიდრება, ასევე, საჯარო სექტორში და პოლიტიკის სფეროში თვითრეგულირების მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობა.

პროექტი "ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისათვის"

პროექტის მიზანია "საქართველოს მთავრობის 2014- 2016 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის" პირველი 2 თავით (სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მართლმსაჯულების სისტემა) გათვალისწინებული ღონისძიებების /საქმიანობების განხორციელების მონიტორინგი, რაც მოიცავს აქტივობების გაზომვას რაოდენობრივი და ხარისხობრივი თვალსაზრისით.

პროექტი „ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“

2014 წლის პირველი ივნისიდან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტთან (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან (EMC) ერთად, ახორციელებს პროექტს „ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“. პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის დაფინანსებით.

პროექტი "ქართულ პოლიტიკასა და მედიაში ქსენოფობიასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლა

მედიის განვითარების ფონდი, MDF და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს "ქართულ პოლიტიკასა და მედიაში ქსენოფობიასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა".

პროქტი „თანასწორობის ხელშეწყობა განათლების საშუალებით“

პროექტი „თანასწორობის ხელშეწყობა განათლების საშუალებით“ მიზანია გაზარდოს ტოლერანტობის კულტურა და ხელი შეუწყოს ისეთი დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას, როგორიცაა თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა, ასევე გაზარდოს ადამიანის უფლებების დაცვის დონე.

პროექტი "ჟურნალისტთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება"

პროექტის მიზანია ჟურნალისტების მიერ მომზადებული პროდუქციის ხარისხის გაზრდა, რაც განაპირობებს მაყურებლებისათვის და მკითხველებისათვის ბევრად ზუსტი, კვალიფიციური და სიღრმისეული ინფორმაციის მიწოდებას.

პროექტი „ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების ეფექტურ დაცვას საქართველოში. იგი გამიზნულია არსებული საკანონმდებლო ბაზისა და პრაქტიკის გაანალიზებისთვის, ასევე დაგეგმილია ახალი ინიციატივების შემუშავება მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

სხვა სიახლეები

არქივი

14 ივლისი, 2020

მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა/შენახვისთვის 5 წლით მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა

14 ივლისი, 2020

მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა/შენახვისთვის 5 წლით მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა

07 ივლისი, 2020

მედიაკოალიცია: შემოთავაზებული ცვლილებები გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს მოიცავს

03 ივლისი, 2020

საბოტაჟის მუხლით სუს-ში მიმდინარე გამოძიება კრიტიკული მედიის თვისუფლებაში უხეში ჩარევისა და აზრის შინაარსის კონტროლის ნიშნებს შეიცავს