პროექტები

საქართველოს საერთო სასამართლოებში ელექტრონული სისტემით საქმეთა განაწილების მონიტორინგი

პროექტი მიზნად ისახავს საერთო სასამართლოებში ელექტრონული სისტემით საქმეთა განაწილების სამართლებრივ ანალიზსა და მისი ფუნქციონირების მონიტორინგს. 

საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) მონიტორინგი

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) პირველი ხუთი თავის - სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, პროკურატურა, ადამიანის უფლებების დაცვა სასჯელაღსრულების სისტემაში, წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა - მონიტორინგს.

პროექტი „პოლიციის მიერ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება კვლევისა და სტრატეგიული სამართალწარმოების გზით“

პროექტის მიზანს კვლევისა და სტრატეგიული სამართალწარმოების გზით პოლიციის მიერ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების პრევენცია და მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.

პროექტი "სამართალწარმოება თანასწორობისთვის"

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების სამართლებრივი სტატუსის გაუმჯობესებას, კერძოდ, ამ თემებში შემავალი ქალებისა და გოგონებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას

პროექტი „ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის სწავლება სამოქალაქო განათლების გზით“

პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებში, ტოლერანტობისა და თანასწორობის ხელშეწყობა და ლიბერალური დემოკრატიის განვითარება მოსწავლეთა შორის სამოქალაქო განათლების გაძლიერების გზით. 

პროექტი "ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისათვის"

პროექტის მიზანს წარმოადგენს: 1) "საქართველოს მთავრობის 2014- 2016 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის პირველი თავით (სისხლის სამართლის მართლმსაჯულება) გათვალისწინებული ღონისძიებების/საქმიანობების განხორციელების მონიტორინგი, რაც გულისხმობს აქტივობების გაზომვას რაოდენობრივი და ხარისხობრივი თვალსაზრისით  2)  სამოქმედო გეგმის შესრულების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის სათანადო კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებას, მათ განხილვას სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფების ფარგლებში და შემუშავებული რეკომენდაციების  შესაბამისი ორგანოებისათვის წარდგენა/შეთავაზებას.

პროექტი "უმცირესობების უფლებების გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით"

პროექტის მიზანია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების საშუალებით, როდესაც საკითხი ეხება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შესაძლო უფლებადარღვევებზე არასათანადო რეაგირებას.

პროგრამა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ (PITA) ქვეგრანტი

პროგრამის ფარგლებში საქართველოს დემოკრატიული ინიციატვის კოორდინირებით ხდება სამოქალაქო პლატფორმის „არა ფობიას!“ ფორმატში პოლიტიკოსების და საჯარო მოხელეების მხრიდან სიძულვილის ენის გამოვლინებაზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების დამკვიდრება, ასევე, საჯარო სექტორში და პოლიტიკის სფეროში თვითრეგულირების მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობა.

სხვა სიახლეები

არქივი

03 აპრილი, 2020

ხელმომწერი ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს პლენუმს მოუწოდებენ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნისგან

02 აპრილი, 2020

ხელისუფლებამ პანდემიის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კრიტიკული აზრის შესაზღუდად არ უნდა გამოიყენოს

26 მარტი, 2020

GDI-მ სასამართლოს ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა

25 მარტი, 2020

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ განცხადება ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ მომძლავრებული ქსენოფობიის შესახებ