პროექტები

12
ივლისი2022

სტრატეგიული სამართალწარმოება სამოქალაქო თავისუფლებებისთვის

დონორი: სამოქალაქო უფლებათა დამცველები (CRD)

პროექტის განხორციელების ვადები: 27/06/2022-31/12/2022

ბიუჯეტი: 24 720 EUR

პროექტის მიზანია სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების,  კერძოდ, გამოხატვის/მედიის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების დაცვის გაუმჯობესება საქართველოში. ამ მიზნით GDI-ს გუნდი განახორციელებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას ევროსასამართლოში საჩივრების გაგზავნის გზით. სტრატეგიული სამართალწარმოება ძირითადად მიმართული იქნება მედია ორგანიზაციების და სამოქალაქო აქტივისტების (მათ შორის უმცირესობათა ჯგუფებიდან) დაცვაზე.