პროექტები

12
ივლისი2022

თანაბარი ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე მედიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის

 

დონორი: აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი, კანონის უზენაესობის პროგრამა (EWMI/ROLP)/ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

პროექტის განხორციელების ვადები: 01/06/2022- 31/12/2023

ბიუჯეტი - 94 142 აშშ დოლარი

პროექტი ხორციელდება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISFED) პარტნიორობით. პროექტის მიზანია უზრუნველყოს მართლმსაჯულებაზე თანასწორი ხელმისაწვდომობა პოლიტიკური შეხედულებების გამო საჯარო სექტორიდან გათავისუფლებული პირებისთვის და უსაფრთხო სამართლებრივი გარემო მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისთვის. GDI პროექტის ფარგლებში სწორედ ამ უკანასკნელზეა პასუხისმგებელი და მუშაობს მედიის თავისუფლების მიმართულებით. გარდა სტრატეგიული სამართალწარმოებისა, პროექტი მოიცავს ცნობიერების ასამაღლებელ სხვადასხვა კამპანიას, თანამშრომლობას რეგიონულ მაუწყებლებთან, ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებას და სხვა აქტივობებს.