მთავარი ამბები

27
ივნისი2017

არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს დემოკრატიული განვითარება საფრთხეშია

გიგზავნით ამ წერილს, რათა შეგატყობინოთ საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის მეტად საზიანო ქმედებების შესახებ, რომლებსაც აუცილებლად უარყოფითი ზეგავლენა ექნება ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე და რაც, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაციის საშიშ მცდელობას წარმოადგენს.

ვრცლად

23
ივნისი2017

GDI-ის განცხადება შოთა პაკელიანის საქმესთან დაკავშირებით

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა პროკურატურას მოუწოდებს შოთა პაკელიანს მის მიმართ განხორციელებულ წამების, ღირსების შემლახავ, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობის ფაქტთან დააკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში დაუყოვნებლივ მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი.

ვრცლად

22
ივნისი2017

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მიმდინარე კონსტიტუციურ რეფორმაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხების თაობაზე

დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუცია წარმოადგენს ეროვნულ კონსენსუსზე დაფუძნებულ უზენაეს კანონს და ადამიანის უფლებების დაცვის მთავარ შიდა სამართლებრივ გარანტს. მასში უნდა აისახოს დემოკრატიული სახელმწიფო მმართველობის ხალხის მიერ არჩეული ფორმის პრინციპები და ჩარჩოები, ხელისუფლების შტოთა ურთიერთგაწონასწორებისა და კონტროლის მექანიზმები, ასევე უსაფრთხოების სისტემის ეფექტური არქიტექტურა, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის გამართულ ინსტიტუციონალურ მმართველობასა და უსაფრთხოებას.

ვრცლად

21
ივნისი2017

საარჩევნო სისტემაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილება მიუღებელია

19 ივნისს ცნობილი გახდა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეინარჩუნოს შერეული საარჩევნო სისტემა და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოხდეს 2024 წლის არჩევნებისთვის. ამასთან, უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით 2020 წლის არჩევნებისთვის ბარიერი ერთჯერადად 3%-მდე შემცირდება. ამავე დროს, ძალაში დარჩება გადაწყვეტილება საარჩევნო ბლოკების გაუქმების შესახებ.

ვრცლად

20
ივნისი2017

GDI საქართველოს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებების არაოფიციალურ თარგმანს აქვეყნებს

2017 წლის 19 ივნისს ვენეციის კომისიამ, ვენეციაში 16-17 ივნისს გამართულ 111-ე პლენარულ სხდომაზე, შეიმუშავა მოსაზრებები საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტზე, რომელიც მას საქართველოს ხელისუფლებამ შესაფასებლად 2017 წლის 8 მაისს გადაუგზავნა.

ვრცლად

საინფორმაციო ბიულეტენები

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა